ოკუპაცია

აშშ-ის დაზვერვა: საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად რუსეთის მხრიდან ოკუპაცია რჩება

ტაბულა

2018 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთის მხრიდან რეგიონების ოკუპაცია და დასავლურ სტრუქტურებში ხელისშეშლა რჩება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ოფისის ოფიციალურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. 

"რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის 20%-ის განგრძობითი ოკუპაცია და დასავლეთთან ინტეგრაციის ხელის შეშლა თბილისის დაუცველობის მთავარ წყაროდ რჩება. მმართველი პარტია, ქართული ოცნება, როგორც ჩანს, კვლავ შეეცდება ოპოზიციის გამოუვალ მდგომარეობაში მოქცევას და ძალაუფლებაზე ინსტიტუციური შეზღუდვების შემცირებას", - ნათქვამია დენიელ კოუტსის ანგარიშში სახელწოდებით „აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ გლობალური საფრთხეების შეფასება". 

კომენტარები