ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

პატრულ-ინსპექტორი არასრულწლოვანი შვილის წინ ცოლის ცემის ფაქტზე დააკავეს

usnews.com

არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მესაზღვრე კონტროლიორი, პატრულ-ინსპექტორი ლ.რ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ლ.რ.-მ 2018 წლის 4 იანვარს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ.კ.-ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება,"- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ლ.რ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე. 

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები