რუსთავი 2-ის საქმე

დავით დვალი: R2-ისთვის საქართველოში ბრძოლის ბერკეტებს ვკარგავთ

ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ვკარგავთ ყველა ბერკეტს, რომ საქართველოში სამართლებრივი გზებით ვიბრძოლოთ - ეს რუსთავი 2-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა თქვა. მან ტელეკომპანიის კიდევ ერთ დამფუძნებელთან, ჯარჯი აქიმიძესთან და ადვოკატ სოსო ბარათაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ მათ რუსთავი 2-ის წილი ძალით დაათმობინეს, რის შესახებაც გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ არ სრულდება.

"14 თებერვალს შესრულდა 3 წელი, რაც პროკურატურამ მოგვანიჭა დაზარალებულის სტატუსი. ამის შემდეგ არანაირი აქტივობა არ ყოფილა. წერილობით რამდენჯერმე მივმართეთ, გენერალური პროკურორს, იუსტიციის მინისტრს, შეგხვდნენ ან პასუხი გაგვცენ, რატომ არ იდგმება ნაბიჯები, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. გაისად, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, თუ პროკურატურა არ წარუდგენს ბრალს ვინმეს, ვინც გამოიკვეთა რომ არის დანაშაულის ჩამდენი, ჩვენ გაგვდის ხანდაზმულობის ვადა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვკარგავთ ყველა ბერკეტს შიდა ინსტანციებში სამართლებრივი გზით ვიბრძოლოთ", - თქვა დავით დვალმა. 

კომენტარები