ავიაცია

Boeing 777-ს ფრენის დროს ძრავა აუფეთქდა, რეისი ჰონოლულუში ავარიულად დაეშვა

Maria Falaschi/Twitter

United Airlines-ის Boeing 777-ზე სან-ფრანცისკო ჰონოლულუს რეისის დროს ძრავა აფეთქდა. აფეთქება ჰონოლულუში დაშვებამდე 35 წუთით ადრე მოხდა.

პილოტებმა განადგურებული ძრავის მიუხედავად, თვითმფრინავის ავარიულად დასმა შეძლეს, ყველა მგზავრი ინციდენტს უვნებლად გადაურჩა. მგზავრების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ ვიბრირებს თვითმფრინავის კორპუსი აფეთქებული ძრავის გამო.

Boeing 777, რომლითაც მგზავრობდნენ 1994 წელს იყო დამზადებული.

შემთხვევის ზუსტი მიზეზი ჯერ არ დადგენილა.


ფოტო: sky

კომენტარები