სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა გადადგა

0 კომენტარი
ჯეიკობ ზუმა ფოტო: Reuters

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, ჯეიკობ ზუმა თანამდებობიდან გადადგა. მას უნდობლობა მმართველმა პარტიამ, აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა გამოუცხადა და პოსტის დასატოვებლად 2-დღიანი ვადა მისცა.

თავდაპირველად მან პარტიის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა, თუმცა ზეწოლის შედეგად, გუშინ, სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ თანამდებობა დატოვა.

"მე არ მეშინია იმპიჩმენტის. მე გავაგრძელებ ვემსახურო სამხრეთ აფრიკას და აფრიკის ეროვნულ კონგრესს. მე მივუძღვნი ჩემს ცხოვრებას ჩვენი ორგანიზაციის პოლიტიკის განორციელებას." "არც ერთი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს ჩემს გამო. აფრიკის ეროვნული კონგრესი ჩემი სახელით არ უნდა დაიყოს. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე პრეზიდენტის პოსტიდან ახლავე." თქვა მან.

ჯეიკობ ზუმა სამხრეთ აფრიკას 2009 წლიდან მართავს, ხოლო აფრიკის ეროვნული კონგრესს 2007 წლიდან მეთაურობს. მისი პრეზიდენტობის ვადა მომდევნო წელს იწურებოდა. ზუმას კორუფციაში, ფულის გათეთრებაში და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. ის ბრალდებებს უარყოფს.

ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ქვეყანას აფრიკის ეროვნული კონგრესის ლიდერი, სირილ რამაფოზა მართავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები