მიშელ და ბარაკ ობამები

"სამუდამოდ ჩემი" - მიშელ ობამას რომანტიკული ვალენტინობის საჩუქარი ექსპრეზიდენტს

ვალენტინობის დღე ბარაკ და მიშელ ობამებმაც აღნიშნეს. მიშელ ობამამ აშშ-ის ექსპრეზიდენტს Spotify-ზე რომანტიკული სიმღერების ნაკრებს გაუკეთა, სახელწოდებით "სამუდამოდ ჩემი". ამიტომაც, თუკი გუშინ საღამოს რომანტიკული კომედიების ყურებისას საკმარისი არ გიტირიათ, გირჩევთ, ხელსახოცები მოიმარაგოთ. 

მიშელმა სიმღერების ნაკრები თავის Instagram-ზე დადებულ ფოტოს დაურთო, აღწერაში კი დაწერა: 

"ბედნიერი #ვალენტინობისდღე ჩემს ერთადერთს და განუმეორებელ ბარაკ ობამას. ამ დღის აღსანიშნავად, მე სიმღერების პატარა ნაკრებს გიძღვნი!"

44 მომღერალს შორის ბიონსეს, ბრუნო მარსს, მაიკლ ჯეკსონს, ტიმ მაკგროუს, სტივ უონდერს, ედ შირენსა და მერაია ქერის აღმოაჩენთ. და ყველა სიმღერა, რაღა თქმა უნდა, სიყვარულზეა. 

ბარაკ ობამამ, თავის მხრივ, Instagram-ზე მათი საერთო ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი აღწერით:

"ბედნიერი ვალენტინობის დღე, მიშელ ობამა. შენ თითოეულ დღესა და თითოეულ ადგილს უკეთესს ხდი". 

კომენტარები