კრიმინალი

შსს: არასრულწლოვნის გაუპატიურება ამ ეტაპზე არ დასტურდება, იყო სქესობრივი კავშირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტი გამოძიების პირველადი ინფორმაციით არ დასტურება. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება დაიწყო არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო.

"პირველადი ინფორმაციით, გაუპატიურების ფაქტი არ იკვეთება. დაწყებული გვაქვს გამოძიება არა გაუპატიურების გამო, არამედ იმიტომ, რომ ის არის არასრულწლოვანი. არც შეტყობინება არ არის შემოსული გაუპატიურებით", - უთხრეს ტაბულას შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წლის ასაკის მიუღწეველთან.

კომენტარები