საგადასახადო რეფორმა

მცირე ბიზნესის სტატუსის 500,000 ლარამდე გაზრდის მიუხედავად, დღგ-ს ლიმიტი კვლავ 100,000 ლარია

ეკონომიკის სამინისტრო

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადის აღრიცხვის ვალდებულება კომპანიებს კვლავ 100,000 ლარზე უფრო დიდი ბრუნვის შემთხვევაში დაეკისრებათ.

გუშინ პრემიერმინისტრმა წარადგინა საგადასახადო ცვლილებათა პროექტი, რომლის მიხედვითაც მცირე მეწარმეებს 5%-დან 1%-მდე შეუმცირდებათ ბრუნვის გადასახადი, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი 100,000 ლარიდან 500,000 ლარამდე იზრდება.

"რაც შეეხება დღგ-ს გადასახადს, მისი ზღვარი გახლავთ 100,000 ლარი. ჩვენი რეფორმის მიზანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა შეძლონ უფრო მარტივად მოახდინონ ინტეგრირება იმ ბიზნეს ურთიერთობებში, რომელიც ჩამოყალიბებულია, შეძლონ ბიზნესის გაფართოება და შესაბამისად, ჩვენ მივიღოთ გაზრდილი საგადამხდელო ბაზა", - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

ბახტაძის თმით - "დღგ-ს გადასახადი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ მცირე მეწარმე გაიზარდოს და უკეთესად მოხდეს მისი ინტეგრირება ეკონომიკურ ჯაჭვში. დღგ-ს ზედმეტობა, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტშია, ობიექტურად ეკუთვნის მას და სახელმწიფომ უნდა დაუბრუნოს."

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მცირე მეწარმეებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადის ნორმაც 500,000 ლარამდე გაზრდილიყო. ევროპული საქართველოს მიერ 2017 წლის მარტში წარდენილი საკანონმდებლო პაკეტი, სწორედ აღნიშნულ ცვლილებას ითვალისწინებს, თუმცა ქართულმა ოცნებამ მის მიღებაზე უარი თქვა.

კომენტარები