ზამთრის ოლიმპპიადა 2018

ქართველმა სლალომისტმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა 39-ე ადგილზე დაასრულა

PopSport

ქართველმა სპორტსმენმა სწრაფ დაშვებაში, ნინო წიკლაურმა პიონჩანის თამაშებზე გამოსვლა დაასრულა. მან გუშინ გიგანტურ სლალომში, დღეს კი სლალომში იასპარეზა და პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

სტარტზე 78 მოთხილამურე გავიდა, საბოლოოდ ორივე ცდის გამოყენება და კომბინირებული დროის ჩვენება 54-მა მათგანმა მოახერხა. მათ შორის წიკლაურმაც. მისი დრო 1:51.62 იყო. წიკლაურმა ოლიმპიადაზე გამოსვლა 39-ე ადგილით დაასრულა. 

ოლიმპიური ჩემპიონი 32 წლის ფრიდა ჰანსდროტერი გახდა. მან ოლიმპიური ოქრო კარიერაში პირველად მოიპოვა. 

კომენტარები