ეშმაკის ბორბალი

მთაწმინდის პარკი: "ეშმაკის ბორბალს" ვაახლებთ, ატრაქციონი გაზაფხულზე ამუშავდება

ლაშა გაბელია

მთაწმინდის პარკში "ეშმაკის ბორბალს" შლიან. პარკის ადმინისტრაცია მიზეზად მის განახლებას ასახელებს. 

"მიმდინარეობს კაბინების განახლება, შეღებვა, განათებებიც დამონტაჟდება. სამუშაოები გაზაფხულისთვის დასრულდება. ატრაქციონი, სავარაუდოდ, აპრილის მეორე ნახევრიდან ამუშავდება", - უთხრეს ტაბულას მთაწმინდის პარკში. 


ფოტო: ნინო ბექაური

კომენტარები