სმარტფონი

CIA ამერიკის მოსახლეობას აფრთხილებს, არ შეიძინონ ჩინური სმარტფონები

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA), გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) მაღალჩინოსნებმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადეს, რომ ჩინური მწარმოებლების მიერ დამზადებული სმარტფონები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პოტენციურ რისკს წარმოადგენს.

FBI-ის დირექტორის კრისტოფერ ვრეის განცხადებით, სმარტფოენბის საშუალებით ჩინეთს ამერიკის მოქალაქეთა თვალთვალი შეუძლია. საუბარია Huawei-ს, ZTE-სა და სხვა მწარმოებლების სმარტფონებზე.

ვრეიმ სენატორ ტიმ კოტონის კითხვაზე განაცხადა, რომ ის არცერთ ამერიკულ კომპანიას თუ ფიზიკურ პირს არ ურჩევდა ამ მწარმოებლების მიერ დამზადებული სმარტფონების შეძენას. 

FBI აღნიშნული კომპანიების მიერ დამზადებული სმარტფონების შპიონაჟისთვის შესაძლო გამოყენების საფრთხეზე 2012 წელსაც მიუთითებდა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხატია წერეთელი

კომენტარები