დროებითი მოთავსების იზოლატორი

დროებითი მოთავსების იზოლატორებში წარმოებულ ვიდეოჩანაწერებს 120 საათით შეინახავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, იზოლატორებში წარმოებული ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა 24 საათიდან - 120 საათამდე გაიზარდა. შსს-მ დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა დღეს წარადგინა.

"ეს დაკავებული ბრალდებულების დროებითი მოთავსების იზოლატორებში ყოფნის მთელ პერიოდს მოიცავს" - აცხადებს უწყება და აღნიშნავს, რომ საწყის ეტაპზე, 6 მსხვილ იზოლატორში ვიდეო-მეთვალყურეობის არსებული მოძველებული საშუალებები ჩანაცვლდება ახლით. ამის შემდეგ, ჩანაცვლება ეტაპობრივად გაგრძელდება.

"დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა იზოლატორში დაკავებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო პერსონალი.

ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირების განსათავსებელად მოეწყობა ორი ახალი დაწესებულება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, რითაც შესრულდება საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები" - აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციითვე, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შეიქმნება იზოლატორის მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობები და განახლდება მომზადების/გადამზადების სასწავლო კურსი. ამასთან, საბაზისო სასწავლო კურსის გავლის გარეშე მოსამსახურე თანამდებობაზე ვერ დაინიშნება.

კომენტარები