ცნობილი ადამიანები

ჯორჯ კლუნი: ამალ კლუნისთვის სიცოცხლეს დავთმობდი

elle.co.uk

14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს, ჯორჯ კლუნიმ თავის ცოლზე, ამალ კლუნიზე ილაპარაკა.

მსახიობმა ამალ კლუნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"შევხვდი ადამიანს, ვის გამოც სიცოცხლეს დავთმობდი. შევხვდი ადამიანს, რომლის ცხოვრებაც უფრო მეტს ნიშნავს ჩემთვის, ვიდრე საკუთარი. მანამდე, არასდროს მქონია მსგავსი გამოცდილება." - თქვა ჯორჯ კლუნიმ.

ჯორჯ და ამალ კლუნები ერთმანეთს 2013 წელს საერთო მეგობრის სახლში შეხვდნენ და 2014 წლის, 27 სექტემბერს იქორწინეს.

"ვიფიქრე რომ ის ლამაზი და მხიარული, ასევე ჭკვიანი იყო. გავიფიქრე, რომ მისთვის მე უფროსი ვიყავი." - თქვა ჯორჯ კლუნიმ.

წყვილს ტყუპები - ელა და ალექსანდერი ყავთ.

"შვილების ყოლა არასდროს ყოფილა ჩემი დნმ-ის ნაწილი. ჩვენ ეს არ დაგვიგეგმავს, დაქორწინებამდე ბავშვებზე არასდროს გვისაუბრია. ქორწილის შემდეგ კი მე და ამალი ვსაუბრობდით, როდესაც ვიგრძენით რომ იღბლიანები ვიყავით და ეს იღბლიანობა მაქსიმალურად უნდა გაგვეზიარებინა." - თქვა ჯორჯ კლუნიმ.

კომენტარები