ოჯახში და ქალზე ძალადობა

ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

usnews.com

საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც დაკავებული მესაზღვრე-კონტროლიორისთვის ლ.რ.-ისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს გირაო 5 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა. პროკურატურა საქალაქოს გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ლ.რ.-მ არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ცოლს ლ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც "ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება".

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე.

კომენტარები