ავტოსაგზაო შემთხვევა

შსს: რუსთაველის გამზირზე, ამ დროის ინფორმაციით, ერთმანეთს 6 მანქანა დაეჯახა

epn.ge

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს რამდენიმე მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 

შსს-ის ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ერთმანეთს 6 მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მათივე ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა 3 ადამიანი. 

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის მოძრაობის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. სასჯელის სახით, მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე ან უამისოდ. 

კომენტარები