საგარეო საქმეთა მინისტრი პარლმანტში

საგარეო საქმეთა მინისტრს 19 თებერვალს პარლამენტში მოუსმენენ

მეორე არხი

19 თებერვალს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. მიხეილ ჯანელიძე საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მივა. 

მინისტრი საგარეო უწყების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრებს. 

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, მინისტრი კომიტეტის სხდომაზე "თავისი ინიციატივით მიდის."

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჯანელიძის პარლამენტში მისვლას საპარლამენტო უმცირესობა ითხოვდა. ევროპულმა საქართველომ ჯანელიძე პარლამენტში მას შედეგ დაიბარა, რაც მან რუსეთის სანქციების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზების შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ - "ეს შეთავაზება არ არის". 

კომენტარები