მოდა

ფინანსისტს სტილისტმა წვერის გაზრდა ურჩია, რამაც მისი ცხოვრება შეცვალა

boredpanda.com

ფინანსისტს რომელსაც სტილისტმა წვერის გაზრდა ურჩია მისი ცხოვრება შეცვალა.

გვილიმ ფაგი 21 წლის იყო, როდესაც წარმატებით უძღვებოდა სადაზღვევი კომპანიას, თუმცა ის ამას სახლიდან მუშაობით ახერხებდა. ახალგაზრდა ფინანსისტი 10-12 საათს ატარებდა დღეში კომპიუტერთან, რის გამოც წონაში საკმაოდ მოიმატა. მისი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც სტილისტმა ურჩია მისი წითური წვერი მოეზარდა.

„ამ დროისათვის მე ვიყავი საკმაოდ ჭარბწონიანი და ვმუშაობდი დღეში 12 საათს სახლიდან. სამსახურის საქმე კარგად მიდიოდა თუმცა გადავწყვიტე ჩემი ცხოვრების სტილი შემეცვალა."

მას შემდეგ რაც მან 40 კილო დაიკლო და წვერი მოიზარდა, ინსტარგრამზე გახსნა ექაუნთი, რასაც მალევე მოჰყვა მისი წარმატება სამოდელო ბიზნესში.

ახლა გვილიმ ფაგი ლონდონის ერთერთი სამოდელო სააგენტოს AMCK-ის მოდელია და ისეთი ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამანიებში იღებს მონაწილეობას, როგორებიც არის Vans, Bud Light, Diesel. ის ასევე გახდა დევიდ ბექჰემის ახალი ბრენდის House 99-ის სახე.

კომენტარები