ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი

ლიანდაგებიდან გადასული კუკუშკა - ფოტოები

იმედი

ბორჯომ–ბაკურიანის მატარებელი ე.წ. კუკუშკა მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში ტაბულას უთხრეს, მატარებლის ბორბალი ლიანდაგებს შორის ჩავარდა, რისი მიზეზიც ჯერჯერობით დაუდგენელია.

მათივე ინფორმაციით, მგზავრებიდან არავინ დაშავებულა და მათ მგზავრობის საფასური უკან დაუბრუნდათ და სხვა ტრანსპორტი მოემსახურათ. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, რკინიგზაზე მოძრაობა უკვე აღდგენილია. 


ფოტო: იმედი

მსგავსი შემთხვევა 2017 წლის 23 ნოემბერსაც მოხდა.


ფოტო: იმედი


ფოტო: იმედი

კომენტარები