კომუნიკაციები

რატომ განახევრდა ბოლო 4 წელში მოსახლეობის მიერ გაგზავნილი sms-ების რაოდენობა

Reuters

2013 წლის დეკემბერში მოსახლეობამ 507 მილიონი მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნა, 2017 წლის დეკემბერში კი გაგზავნილი sms-ების ოდენობა 297 მილიონი იყო. ეს გასული 4 წლის განმავლობაში sms-ების 42%-იან შემცირებას წარმოადგენს. თითქმის ოთხჯერ არის შემცირებული მობილური ოპერატორების შემოსავლები sms-ებიდან, 2013 წლის დეკემბერში ის 3.8 მილიონ ლარს შეადგენდა, 2017 წელს კი მან 1.2 მილიონი შეადგინა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, რამდენიმე წელია რაც ქვეყანაში გაგზავნილი sms-ების რაოდენობა მცირდება.

რატომ მცირდება გაგზავნილი sms-ების რაოდენობა:

facebook, snapchat, viber, watsapp, telegram, instagram, skype და კიდევ სხვა მრავალი აპლიკაცია მომხმარებელბს შეტყობინებების გაგზავნის უფასო სერვისს სთავაზობს, ამავდროულად იზრდება მობილური ინტერნეტის დაფარვის ზონა და სმარტფონებზე მოსახლეობის წვდომა. ეს კი ბაზარზე დაახლოებით 20 წლის წინ დამკვიდრებულ ფასიან სერვისს - sms-ს ავიწროვებს.

რეკორდული რაოდენობის, 562 მილიონი sms ქვეყანაში 2014 წლის იანვარში გაიგზავნა, ამ თვეში მობილური ოპერატორების შემოსავლები sms-იდან 3.2 მილიონი ლარი იყო.

კომენტარები