ჰოლივუდი

ფილმები, რომლებმაც $1 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს

0 კომენტარი

კინემატოგრაფის ისტორიაში სულ 32 ფილმია, რომელმაც გაყიდული ბილეთებით $1 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო. ამ ფილმების დიდი ნაწილი ტიპური ჰოლივუდური ბლოკბასტერებია, თუმცა, მათ შორის ისეთებიცაა, რომლებმაც კინოაკადემიის 11 ჯილდოც მოიპოვეს. წარმოდგენილი მონაცემები Box Office Mojo-ს სტატისტიკას ეყრდნობა. ყველაზე ბოლომ $1 მილიარდიანი შემოსავალი ვარსკვლავური ომების ფრენჩაიზის ფილმმა Star Wars: The Last Jedi-იმ მოაგროვა.

მილიარდიანი ფილმების რეიტინგი:

32) შავი რაინდი - 2008 წელი

ფოტო: WB
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,004,600,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $185,000,000

კრისტოფერ ნოლანის შავი რაინდის ტრილოგიის მეორე სერიამ, რომელიც 2008 წლის ივლისში გამოვიდა. ფილმი თავის დროზე DC-ის კომიქსების ყველაზე შემოსავლიანი ეკრანიზაცია იყო. შავ რაინდში შესრულებული ჯოკერის როლისთვის ჰიტ ლეჯერმა კინოაკადემიის ჯილდოც მოიპოვა.

31) ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა - 2012 წელი

ფოტო: Warner Bros.
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,021,100,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $180,000,000

პიტერ ჯექსონის ჰობიტის ტრილოგიის პირველმა სერიამ და შუა ხმელეთის ფილმების სერიის მეოთხე ფილმმა ტრილოგიიდან ყველაზე დიდი შემოსავლების მიღება შეძლო. ფილმებმა - "სმაუგის ნაოხარი" და "ხუთი არმიის ბრძოლა" $1 მილიარდიანი ზღვრის გადალახვა ვერ შეძლეს. ორივე ფილმმა დაახლოებით $960 მილიონი გამოიმუშავა. კრიტიკოსების შეფასებით, ჰობიტის ტრილოგიასა და ბეჭდების მბრძანებლების ტრილოგიას შორის მთავარი განსხვავება ამ უკანასკნელში პერსონაჟთა განვითარების სუსტი წარმოჩენაა.

30) ზუტოპია - 2016 წელი

ფოტო: Disney
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,023,800,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $150,000,000

დისნეის ზუტოპია მეოთხე ანიმაციური ფილმია, რომელმაც გაყიდული ბილეთებით $1 მილიარდზე მეტი შემოსავლის მიღება შეძლო. ანიმაცია რასობრივ, გენდერულ, ეთნიკურ და სხვა ტიპის სტერეოტიპებს ეხება.

29) ალისა საოცრებათა ქვეყანაში - 2010 წელი

ფოტო: Disney
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,025,500,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $150,000,000

ტიმ ბარტონის ალისა საოცრებათა ქვეყანაში თავის დროზე მეექვსე ფილმი იყო, რომელმაც გაყიდული ბილეთებით $1 მილიარდზე მეტი შემოსავლის მიღება შეძლო. ფილმის სიქველმა 2016 წელს გამოსულმა"ალისა სარკის მიღმა" პირველ სერიაზე სამჯერ ნაკლები შემოსავალი მიიღო.

28) ვარსკვლავური ომები: პირველი სერია - 1999 წელი

ფოტო: Lucasfilm
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,027,000,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $115,000,000

ჯორჯ ლუკასის ეპიკური კოსმოსური ოპერის პირველმა სერიამ ორიგინალი ტრილოგიის ყველა ფილმზე უფრო მაღალი შემოსავალი მიიღო. თუმცა, მეორე და მესამე სერიებმა $1 მილიარდიანი ზღვარის გადახალვა ვერ შეძლეს.

27) დორის ძიებაში - 2016 წელი

ფოტო: Disney
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,027,900,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $200,000,000

პიქსარის "ნემოს ძიებაშის" სიქველი 2016 წლის მანძილზე ზუტოპიას შემდეგ მეორე ანიმაციური ფილმი გახდა, რომელმაც გაყიდული ბილეთებით მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო.

26) იურული პერიოდის პარკი - 1993 წელი

ფოტო: Universal
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,029,200,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $63,000,000

სტივენ სპილბერგის იურული პერიოდის პარკის ფრენჩაიზის პირველმა სერიამ 1993 წლის პრემიერის დროს $1 მილიარდიანი ზღვრის გადალახვა ვერ შეძლო, თუმცა, 2013 წელს ფილმის 3D ვერსიის გამოსვლის შემდგომ მან $1 მილიარდიან ზღვარს გადააჭარბა.

25) საზიზღარი მე 3

ფოტო: ilumination
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,034,800,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $264,000,000

საზიზღარი მე 3 ამ ფრენჩაიზის მეორე ფილმია, რომელმაც $1 მილიარდზე მაღალი შემოსავალი მიიღო.

24) კარიბის ზღვის მეკობრეები: შორუელ ნაპირებზე - 2011 წელი

ფოტო: Disney
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,045,700,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $378,000,000

კარიბის ზღვის მეკობრეები ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფილმია, $378 მილიონიანი ბიუჯეტით ფილმმა $1 მილიარდის მიღწევა შეძლო. უახლოეს წლებში კარიბის ზღვის მეკობრეების მეხუთე სერია გამოვა ეკრანებზე, მათგან ორს კი გაყიდული ბილეთებით $1 მილიარდზე მეტი აქვს გენერირებული.

23) Rogue One: A Star Wars Story

Rogue One: A Star Wars Story ფოტო: Disney
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,056,900,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $200 მილიონი

ვარსკვლავური ომების განახლებული ფრენჩაიზის ყველა ფილმმა $1 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო.

22) კარიბის ზღვის მეკობრეები: მიცვალებულის ზარდახშა - 2006 წელი

ფოტო: Disney
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,066,200,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $225,000,000

2006 წლისთვის კარიბის ზღვის მეკობრეების მეორე სერია მესამე ფილმი იყო, რომელმაც გაყიდული ბილეთებით $1 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა.

21) სათამაშოების ისტორია 3 - 2010 წელი

ფოტო: Pixar
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,067,000,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $200 000 000

სათამაშოების ისტორიის მესამე სერია სტუდია პიქსარის მიერ წარმოებული ყველაზე შემოსავლიანი ფილმია.

20) შავი რაინდის აღზევება - 2012 წელი

შავი რაინდის აღზევება Bane ფოტო: Warner Bros.
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,084,900,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $230,000,000

კრისტოფერ ნოლანის შავი რაინდის აღზევება თავის დროზე მეცამეტე ფილმი იყო, რომელმაც $1 მილიარდიან ზღვარს გადააცილა.

19) ტრანსფომერები: გადაშენების ეპოქა - 2014 წელი

ფოტო: Paramount Pictures
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,104,000,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $210,000,000

მაიკლ ბეის ტრანსფორმერების ფრენჩაიზის მეოთხე სერია 2014 წლის ბოქს ოფისის ჰიტი იყო. ფილმი სიქველიზაციის ყველა კანონის დაცვით იყო გადაღებული, მასში უფრო მეტი აფეთქება, უფრო მეტი რობოტი, უფრო მეტი ბრძოლა იყო. ფილმი დამატებითი შემოსავლების მიღებისთვის ჩინურ ბაზარზე მნიშვნელოვნად იყო ორიენტირებული.

18) Skyfall - 2012 წელი

ფოტო: Sony
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,108,600,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $200,000,000

ჯეიმს ბონდის ფრენჩაიზის მხოლოდ ამ სერიამ შეძლო $1 მილიარდზე მეტი შემოსავლის მიღება. Skyfall-ი Sony Pictures-ის ყველაზე შემოსავლიანი ფილმია. Skyfall პირველი ფილმი იყო, რომელმაც ბრიტანეთის ბაზარზე £100 მილიონის გენერირება შეძლო.

17) ბეჭდების მბრძანებლები: მეფის დაბრუნება 2003 წელი

ფოტო: New Line Cinema
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,119,900,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $94,000,000

პიტერ ჯექსონის ეპიკური ტრილოგიის მესამე სერიამ $1 მილიარდიანი შემოსავალი პრემიერიდან 10 კვირის მანძილზე მიიღო. ფილმმა კინოაკადემიის 11 ჯილდო მოიპვა, რითიც კინემატოგრაფის ისტორიაში (ტიტანიკის 1997) შემდეგ მეორე ფილმი გახდა, რომელმაც ეს რეკორდი გაიმეორა.

16) ტრანსფორმერები: მთვარის ბნელი მხარე - 2011 წელი

ფოტო: Paramount Pictures
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,123,800,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $195,000,000

ტრანსფორმერების ფრენჩაიზის მესამე სერია Paramount Pictures-ისთვის პირველი ფილმი იყო, რომელმაც $1 მილიარდიანი შემოსავალი მოიტანა. ფილმის შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო ჰოლივუდისთვის შედარებით ახალი ბაზრებიდან - სამხრეთ აზია, ინდოეთი, ჩინეთი გენერირდა.

15) კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი - 2016 წელი

ფოტო: Marvel
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,153,300,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $250 000 000

Marvel-ის Avenger-ების ფრენჩაიზის ფილმში მნიშვნელოვანია ორი ახალი პერსონაჟის - შავი პანტერასა და სპაიდერმენის გამოჩენა. ორივე პერსონაჟმა 2017 და 2018 წლებში დამოუკიდებელი ფილმი მიიღეს.

14) მინიონები - 2015 წელი

ფოტო: Illumination
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,159,400,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $74,000,000

2015 წელს გამოსული Despicable Me-ს პრიკველი მინიონების წარმოშობას ეხება და ის illumination-ის ყველაზე შემოსავლიანი ფილმია.

13) რკინის კაცი 3

ფოტო: Disney / Marvel
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,214,800,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $178,000,000

ტონი სტარკის ფანებმა Marvel-ს რკინის კაცის პრემიერიდან 23-ე დღეს მოუტანეს $1 მილიარდიანი შემოსავალი.

12) The fate of the furious - 2017

ფოტო: universal
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,236,000,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $226,000,000

The Fate of Furous ფორსაჟის ფრენჩაიზის მეორე ფილმია, რომელმაც $1 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო. ფორსაჟის სერიები Universal-ისთვის ფულის საჭრელ მანქანას წარმოადგენს, მისი სერიები სიღმისეული შინაარსის ნაკლებობის მიუხედავად მაინც ავსებენ კინოდარბაზებს.

11) Beauty and the Beast - 2017

ფოტო: disney
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,263,000,000
  • ფილმის ბიუჯეტი - 160,000,000

Disney-ის მიერ სრულმეტრაჟიან ფილმად გადაკეთებული ანიმაცია ახალი ტრენდის დაწყებას მოაწავებს, როდესაც ლეგენდარული ანიმაციური ფილმების ხელახალი ეკრანიზაციები ხდება.

10) გაყინული - 2013 წელი

ფოტო: Disney
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,276,500,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $150,000,000

Disney-ის გაყინული ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმია. frozen-მა ორი ოსკარიც მოიპოვა.

9) Star Wars: Last Jedi - 2017

ფოტო: lucasfilm
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,326,000,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $200,000,000

1983 წელს გამოსული ფილმის, ჯედაის დაბრუნებიდან 34 წლის შემდეგ, მარკ ჰემილი კვლავ დაუბრუნდა ლიუკ სკაივოკერის როლს.

8) ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: მეორე ნაწილი - 2011 წელი

ფოტო: Warner Bros.
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,341,500,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $250 000 000

ჰარი პოტერის ფრენჩაიზის დასკვნითი სერიის შემოსავალთან ყველაზე ახლოს პირველი სერიის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის" შემოსავლებია - $975 მილიონი. ბოლო ორ სერიას კი ხშირად იმ მიზეზით აკრიტიკებენ, რომ ამ ორი სერიიდან ერთი სერიის გაკეთება იყო შესაძლებელი, თუმცა, სტუდიამ ჩათვალა, რომ "სიკვდილის საჩუქრების" ორად გაყოფით შემოსავლების გაორმაგებას შეძლებდა. სიკვდილის საჩუქრების პირველმა ეპიზოდმა $960 მილიონის შემოსავალი მიიღო.

7) Avengers: Age of Ultron - 2015 წელი

ფოტო: marvel
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,405,400,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $267,000,000

ალტრონის ერა Marvel-ის მეოთხე ფილმია, რომელიც ამ რეიტინგში მოხვდა, თუმცა, მასზე მაღალი შემოსავალი სტუდიის კიდევ ერთ ფილმს აქვს მიღებული.

6) Furious 7 - 2015 წელი

ფოტო: Universal
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,516,000,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $176,000,000

Furious 7-მა 2015 წელს რეკორდები მოხსნა, როდესაც პრემიერიდან მეჩვიდმეტე დღეს $1 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. Furious 7 ბოლო ფილმი იყო, რომელშიც პოლ უოკერმა ითამაშა.

5) Marvel's The Avengers - 2012 წელი

ფოტო: marvel
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,518,000,000
  • ფილმის ბიუჯეტი- $220,000,000

Marvel-ის შურისმაძიებლები სტუდიის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი და ამავდროულად, კომიქსზე დაფუძნებულ ფილმებს შორის ყველაზე შემოსავლიანია.

4) იურული სამყარო - 2015 წელი

ფოტო: Universal
  • ფილმის სრული შემოსავალი - $1,670,400,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $150,000,000

იურული პერიოდის პარკის თემაზე გადაღებულმა მეოთხე სრულმეტრაჟიანმა ფილმმა 2015 წელს ბოქს ოფისის რეკორდები მოხსნა, როდესაც გამოსვლიდან 13 დღეში $1 მილიარდი დოლარი შეაგროვა. თუმცა, ეს რეკორდი შემდგომში სხვა ფილმმა მოხსნა.

3) ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი VII – 2015 წელი

ფოტო: Lucasfilm
  • ფილმის სრული შემოსავალი - $2,068,200,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $306,000,000

ვარსკვლავური ომების მეშვიდე სერიამ იურული სამყაროს რეკორდი მოხსნა, ფილმმა გამოსვლიდან 12-ე დღეს შეძლო $1 მილიარდიანი ნიშნულის გადალახვა, რის შემდეგაც ფილმმა მეორე მილიარდი დოლარიც მოიპოვა, შედეგად ფილმი ვარსკვლავური ომების ყველაზე შემოსავლიანი სერია გახდა.

2) ტიტანიკი - 1997 წელი

ფოტო: 20th Century Fox
  • ფილმის სრული შემოსავალი - $2,186,800,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $200,000,000

ჯეიმს კამერონის ტიტანიკის პრემიერიდან 20 წელი გავიდა, $2 მილიარდიანი შემოსავლის მიღება კი მხოლოდ ორმა ფილმმა შეძლო. ტიტანიკმა თავდაპირველი პრემიერის დროს $1.8 მილიარდი მოაგროვა, გემის ჩაძირვის 100 წლის იუბილეზე კი მისი 3D ვერსია გამოვიდა, რის შედეგადაც ფილმმა დამატებითი $200 მილიონი მოაგროვა.

1) ავატარი - 2009 წელი

ფოტო: Fox
  • ფილმის სრული შემოსავალი - $2,788,000,000
  • ფილმის ბიუჯეტი - $237,000,000

ჯეიმს კამერონის ავატარი ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმია, თუმცა, კინოთეატრის ბილეთების გლობალური გაძვირების და უფრო მეტი $200-250 მილიონიანი ბლოკბასტერების გამოსვლის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ავატარის რეკორდი რამდნენიმე წელში მოიხსნება.

შენიშვნა: აქ წარმოდგენილი მონაცემები ინფლაციის მაჩვენებლით არ არის გასწორებული. ინფლაციის გათვალისწინებით, ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი 1939 წელს გამოსული "ქარწაღებულნია", რომელმაც თავის დროზე $390 მილიონი მოაგროვა, თუმცა ეს თანხა დღევანდელ დოლარებში $3 მილიარდს აღემატება.

ფოტო: lucasfilm

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები