ქართული ოცნება

ქართული ოცნება ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირის წევრი გახდა

facebook.com/IUSY.global

ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) ყოველწლიურ კონგრესში მიიღო მონაწილეობა, წერია პარტიის ოფიციალურ facebook გვერდზე.

მონტენეგროში გამართულ ღონისძიებაზე ორგანიზაციის წევრებმა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის სრულ წევრობას დაუჭირეს მხარი. 

"აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული ორგანიზაცია უკვე წლებია თანამშრომლობს IUSY-თან. 2016 წლის გაზაფხულზე ჩვენი ორგანიზაცია მისი დამკვირვებელი წევრი გახდა. იმავე წლის ივნისში IUSY-ის გენერალური მდივანი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობასაც ესწრებოდა.
ასევე, ჩვენი წარმომადგენლები სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამართულ კონფერენციებში უკრაინაში, მოლდოვაში, რუმინეთში, ალბანეთში, შვედეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში", - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს კი ინტერნაციონალია, რომელიც კონგრესის გახსნაზე შეასრულეს:

კომენტარები