ისარელი

ირანული დრონის ნამსხვრევით ხელში, ნეთანიაჰუმ ირანს სიფრთხილისკენ მოუწოდა

Getty

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ საერთაშორისო საზოგადოებას ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოგდებული ირანული უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილი წარუდგინა და დარბაზში მყოფ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯავად ზარიფს მიმართა - "ბატონო ზარიფ, გენცობათ ეს? უნდა გეცნოთ, ვინაიდან ეს თქვენია, თეირანში მყოფ ტირანებს გადაეცით, ნუ გამოცდიან ისრაელის გაბედულებას."

ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანმა სირიაში მოქმედება ვერ შეძლოს, - ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. 

ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ დაუშვებს ირანის მიერ სირიის კოლონიზაციას. მისი თქმით, სირია არ გადაიქცევა ირანის სამხედრო ბაზად, საიდანაც ირანს ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების წარმოება შეეძლება. 

"ჩვენ ზედმეტი ფიქრის გარეშე ვიმოქმედებთ, რათა საკუთარი ქვეყანა დავიცვათ. თუ საჭიროა გახდა არამხოლოდ, პროირანული ძალების შესაჩერებლად გადავდგამთ ნაბიჯებს, არამედ თავად ირანის წინააღმდეგაც. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ნეთანიაჰუს გამოსვლას "ანიმაციური ცირკი" უწოდა.

ზარიფის მტკიცებით, ისრაელის საჰაერო ძალები თითქმის ყოველდღე არღვევს სირიის საჰაერო სივრცეს, როდესაც ლიბანისა და პალესტინის წინააღმდეგ მიაქვს იერიშები.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ბენიამინ ნეთანიეჰუმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა გაამკაცრონ ირანზე დაკისრებული სანქციები და ე.წ. "ბირთვული შეთანხმების" გადახედვის შესახებ დაიწყონ აქტიური მოლაპარაკებები. 

ნეთანიეჰუს წინადადებას ირანის წინაარმდეგ მხარი დაუჭირა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდელ ალ-ჯუბეირმა. ჯუბეირის თქმით, აუცილებელია გადაიხედოს ბირთვული შეთანხმება და გამკაცრდეს ინსპექტირება ირანული ატომურ რეაქტორებზე.

კომენტარები