დონალდ ტრამპი

ტრამპი: FBI რუსეთთან ჩემს გარიგებას იძიებს, მკვლელობათა აღკვეთისთვის დრო აღარ რჩება

AP

"ძალიან სამწუხაროა, რომ FBI-ს გამორჩა ის უამრავი სიგნალი, რომელიც ფლორიდის სკოლაში მსაობრივი მკვლელობის ჩამდენმა გააგზავნა. ეს მიუღებელია. ისინი ძალიან დიდ დროს ხარჯავენ რუსეთთან ჩემი საარჩევნო კამპანიის გარიგების საქმზე - არავითარი გარიგება არ ყოფილა. დაუბრუნდით თქვენს ძირითად მოვალეობას და თვენი წარმატებული საქმიანობით ყველას სიამაყის საბაბო მოგვეცით!", - Twitter-ზე წერს დონალდ ტრამპი.

14 თებერვალს აშშ-ში, ფლორიდის შტატის პარკლანდის სკოლაში ყოფილმა მოსწავლემ, 19 წლის ნიკოლას კრუზმა ავტომატიდან ცეცხლი გახსნა. დაიღუპა 17 ადამიანი.

გავრცელებული ცნობით, კრუზს ერთი წლის წინ ლეგალურად ნაყიდი AR-15 ტიპის ნახევრად-ავტომატური იარაღი ჰქონდა. რამდენიმე საკლასო ოთახში ცეცხლის გახსნის შემდეგ ის სხვა მოსწავლეებს შეერია, სკოლის ტერიტორია დატოვა და დაკავებამდე Subway-ში და McDonald's-ში შესვლაც მოახერხა.

FBI-ს მასზე გარკვეული ინფორმაცია თავდასხმამდეც ჰქონდა, რადგან მან Youtube-ის ერთერთ ვიდეოზე შემდეგი კომენტარი დატოვა - "მე პროფესიონალი მკვლელი ვიქნები სკოლაში." იმავე ანგარიშის მიერ იყო დატოვებული სხვა, მსგავსი შინაარსის კომენტარებიც: "მინდა ჩავცხრილო ხალხი ჩემი AR-15-ით"; "ერთ დღესაც პოლიციელს მოვკლავ, ისინი კარგ ხალხს ხოცავენ." FBI-ის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თუმცა პირის, ვინც კომენტარი დაწერა სრულად იდენტიფიცირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

კრუზი "დისციპლინური მიზეზის" გამო სკოლიდან გარიცხეს. დაკავებისას კრუზს პოლიციისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მან დანაშაული აღიარა. ABC News-ის მიხედვით კრუზმა გამომძიებლებს უთხრა, რომ თავში "დემონური" ხმები აქვს და მათ მისცეს ხალხის დახოცვის ინსტრუქციები. 

კომენტარები