ხანძარი

ინვესტორმა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ვერ ააშენა, ამიტომ შენობა სახელმწიფომ დაიბრუნა

ტაბულა

წმინდა მიქეილ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მეხანძრეები მის რამდენიმე კერას კვლავ ებრძვიან. დამწვარია დაახლოებით 800-1000 კვადრატული მეტრის ფართობი.

ვის ეკუთვნის შენობა

2015 წლის 23 ივნისს, თბილისში აღმაშენებლის 60-ში მდებარე წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილი შენობა მაშინდელი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცემული განკარგულებით $4 მილიონად გადაეცა კომპანია "აღმას".

სახელმწიფოსთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, "აღმას" ადგილზე $57 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და მინიმუმ 200-ნომრიანი ხუთვარკვლავიანი სასტუმრო აეშენებინა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს "აღმას" 100%-იანი წილი სამხრეთ კორეის მოქალაქეს, ჰიუკ ლეს ეკუთვნის. მის სახელზე საქართველოში სხვა სამეწარმეო საქმიანობა არ ფიქსირდება. კომპანიის დირექტორი კი გოგი უგრეხელიძეა. რეესტრის მონაცემებით, უგრეხელიძე ასევე არის შპს "იმერული ღვინის სახლის" დირექტორიც. 

შპს "აღმამ" ვერ შეასრულა საკუთარ თავზე ნაკისრი ვალდებულება, ამიტომაც, საავადმყოფოს ყოფილი შენობა 2016 წლის 30 ნოემბერს ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა.

საავადმყოფოს შენობა მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდშია აშენებული.

კომენტარები