თბილისის ქუჩები, რომლებსაც 19 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

newcastle.gov.za

დღეს, 19 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

სამგორის რაიონი

14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, IV მიკრორაიონების და გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

13:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოჭორმის და სამასი არაგველის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, ყურაშვილის, ფერაძის, შარაშიძის, ღლონტის და ჩოხელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის და შევარდენიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის და რობაქიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მიშველაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები