ვითარება გზებზე

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა.

"ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა შესაძლებელია დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე", - აცხადებენ უწყებაში.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, რთული მეტეოროლოგიური პირობების, ძლიერი ქარბუქისა და ყინვის გამო, ფარავნის უღელტეხილზე აკრძალვა რჩება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობაზე. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები