ავიაკატასტროფა

ირანში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავი იპოვეს, დაღუპულია 65 ადამიანი

Reuters

ირანის მთებში გუშინ ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნაწილები ისპაჰანის პროვინციაში, სემირომის ოლქში იპოვეს. სახელმწიფო მედია ადასტურებს, რომ გადარჩენილები არ არიან.

სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელის ბორტზეც 65 ადამიანი იმყოფებოდა ირანის მთებში კატასტროფა განიცადა. შემთხვევა ისპაჰანის პროვინციაში მოხდა. თვითმფრინავი აფრენიდან 20 წუთში რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავი თეირანიდან იასუჯაში მიფრინავდა.

თვითმფრინავი "Aseman Airlines"-ს ეკუთვნოდა. ავიახაზის ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები