მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე

კობახიძე ჩაბუქზე: თურქეთთან მეგობრული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს. მან ასევე აღნიშნა, რომ "თურქეთთან მეგორბული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება."

"ეს იყო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საერთაშორისო პოზიციებს და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობას, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ დავალაგოთ ურთიერთობები ყველა პირობებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ვფიქრობ, მეგობრული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ,"- განაცხადა კობახიძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

საქალაქო სასამართლომ დღეს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და პატიმრობის სანაცვლოდ, ჩაბუქს 1 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა კი, საექსტრადიციო პატიმრობის 10 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა. 

საქალაქო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე მსჯელობს. გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღეს გამოქვეყნდეს. 

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. თურქეთი მის ექსტრადირებას ითხოვს, ბრალდებული კი - საქართველოსგან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას.

კომენტარები