თბილისის აეროპორტი

უამინდობის და ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 რეისი გაუქმდა

უამინდობის და ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 რეისი გაუქმდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ეს რეისებია - Lufthansa - მიუნხენის მიმართულებით, Qeshm Air - თეირანის მიმართულებით და Turkish Airlains - სტამბულის მიმართულებით.

გარდა ამისა, Georgian Airways-ის მოსკოვის რეისი თბილისის ნაცვლად, ქუთაისში ჩაფრინდა და ამის შემდეგ გადმოფრინდა თბილისში.

ქუთაისში დაეშვა კიევი-თბილისის რეისიც (უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები) და უახლოეს პერიოდში გადმოფრინდება თბილისში.

კომენტარები