ესტაკადა

მერიამ რუსული კომპანია ნიკარემსტროი ესტაკადების ტენდერებიდან მოხსნა

flickr.com

რუსული კომპანია ნიკარემსტროი მერიამ თბილისში ახალი ესტაკადების აშენებისთვის გამოცხადებული ტენდერებიდან ტექნიკური დოკუმენტაციის გაუმართავობის გამო მოხსნა. საუბარია მარშალ გელოვანსა და ციცაძის ქუჩაზე ესტაკადების აშენებისთვის გამოცხადებულ ორ ტენდერზე. 

სარაჯიშვილისა და მარშალ გელოვანის ქუჩაზე 4.3-მილიონიანი ესტაკადის ტენდერი

თბილისის მერიამ ტენდერი 17 იანვარს გამოაცხადა, მისი სავარაუდო ღირებულება 4.3 მილიონი ლარია. მასში მონაწილეობა ორმა კომპანიამ, შპს "ენსისიმ" და "ნიკარემსტროიმ" მიიღეს. "ენსისის" ფასი 4.17 მილიონია, "ნიკარემსტროის" კი 4 მილიონი იყო. ტენდერში წინადადებების მიღება 8 თებერვალს დასრულდა, შესაბამისად მაღალია ალბათობა კონტრაქტი "ენსისის" გაუფორმდეს.


ფოტო: თბილისის მერია

ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი 2.9-მილიონიანი ტენდერი

ახალი ესტაკადა ძველ იპოდრომთან, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე უნდა მოეწყოს. პროექტის გამო 87 ხის მოჭრა იგეგმება.

ტენდერში წინადადებების მიღება 8 თებერვალს დასრულდა. მასში განაცხადი მხოლოდ ორმა კომპანიამ Construction Service-მა 2,699,060 ლარი და "ნიკარემსტროიმ" 2,698,524 შეიტანეს. რუსული კომპანიის დისკვალიფიკაციის გამო მაღალია ალბათობა კონტრაქტი Construction Service-ს გაუფორმდეს.

კომენტარები