Kurt Cobain

რატომ გვიყვარს კურტ კობეინი 

Getty Images

20 თებერვალს კურტ კობეინის დაბადების დღეა.

ლეგენდარულმა მუსიკოსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 23 წლის წინ, 1994 წელს დაასრულა. მაშინ ის 27 წლის იყო.

მისმა შეუდარებელმა ვოკალმა, ტექსტებმა, რომელსაც დეპრესიის და მელანქოლის ხაზი მუდმივად გასდევდა, მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. თუმცა, თავად მუსიკოსს ეს არასდროს აღელვებდა. 

ორ ათეულზე მეტი წლის მიუხედავად, კურტ კობეინი დღემდე ახსოვთ და უყვართ, მისი მუსიკა კი ათწლეულებია, მრავალი ახალგაზრდის ინსპირაციის წყაროა. 

მისი შესრულება ლეგენდარული იყო:

1991 წელს, როდესაც ბრიტანულ მუსიკალურ გადაცემაში, Top of the Pops-ში მიიწვიეს, ნირვანას შესთავაზეს, წინასწარ ჩაწერილ მუსიკაზე ემღერა. ჯგუფმა ამ წინადადებაზე უარი თქვა, სამაგიეროდ Smells Like Teen Spirit აი ასე შეასრულა - კობეინმა დაბალი ხმით იმღერა, სიმღერის სიტყვები ნაწილობრივ შეცვალა, გიტარას თითქმის არ შეხებია. 

ლეგენდარული იყო 1992 წელს Reading Festival-ზე გამოსვლაც. 

ფესტივალამდე ცოტა ხნით ადრე კობეინს და კორტნი ლავს ქალიშვილი ფრენსის ბინი ეყოლათ. თავისი ცოლის მხარდასაჭერად მუსიკოსი სცენაზე ეტლით, საავადმყოფოს ხალათით და ქერა პარიკით გამოვიდა. 

ეს პირველი ფესტივალი იყო, რომელშიც Nirvana მთავარი ჯგუფი იყო, მაგრამ ასევე იყო მათი უკანასკნელი ბრიტანული პერფორმანსიც

Nirvana დროს ინკლუზიურობის კუთხითაც უსწრებდა. კობეინი ლგბტ უფლებების, ჰომოფობიის და სექსიზმის შესახებ საუბრობდა. ერთხელ თქვა, რომ ისურვებდა, გეი ყოფილიყო, რათა უბრალოდ გაებრაზებინა და გაეღიზიანებინა ჰომოფობები. კობეინი ხშირად კაბებსაც იცვამდა, რათა სექსიზმი გაეპროტესტებინა. 

"კაბის ჩაცმა აჩვენებს, რომ შემიძლია ისეთი ფემინური ვიყო, როგორიც მომინდება. მე ჰეტეროსექსუალი ვარ, მაგრამ ჰომოსექსუალი რომ ვიყო, არც ამას ექნებოდა მნიშვნელობა", - თქვა მან ერთხელ.

კობეინმა ისიც თქვა, რომ მანქანებს პულივიზატორით აწერდა - ღმერთი გეია. ერთხელ კი ამ წარწერის ვაშინგტონში, ქალაქ აბერდინში კედლებზე გაკეთებისთვის პოლიციამაც დააკავა. 


ფოტო: Getty Images

ცოტა ხნის წინ კურტ კობეინის მეგობარმა, ჯონ პერკმა, რომელიც ვაშინგტონელი მუსიკოსია, YouTube-ზე ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომლებიც, მისი მტკიცებით, ჯგუფის სიმღერების ადრეული ჩანაწერებია და 1980-იანი წლების ბოლოს მას თავად კობეინმა გადასცა. საერთო ჯამში, სულ 4 ჩანაწერია, რომელიც სრულად 2 საათს გრძელდება. 

"მე ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვიცოდი, რომ საკოლექციო ნივთები მქონდა,"- ამბობს

ის.ჩანაწერები მოისმინეთ აქ. 

კომენტარები