აშშ-საქართველო

კელი პრემიერს: თუ თქვენ არ განსაზღვრავთ ქვეყნის ნარატივს, ამას ჩრდილოეთი გააკეთებს

მთავრობის ადმინისტრაცია

"მნიშვნელოვანია, რომ თქვენ განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ნარატივი. თუ თქვენ არ განსაზღვრავთ მას, ვინმე სხვა ჩრდილოეთით განსაზღვრავს თქვენთვის ან დააფინანსებს მავნე ძალებს ქართულ საზოგადოებაში, რათა განსხვავებული ნარატივი განსაზღვრონ, რომელიც თქვენს ინტერესებში არ შედის", - ამბობს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მთავრობის კანცელარიაში გამართულ სტრატეგიული კომუნიკაციების ტრენინგზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს რეგიონებში ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია გაუმჯობესდეს. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ყველა თანამშრომელს, სრულად გამოიყენონ ამ ტრენინგის შესაძლებლობები და მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ ტრენინგის პროცესში. ვფიქრობთ, ეს პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტრატეგიულ კომუნიკაციას, როგორც დედაქალაქში ასევე - რეგიონებში და ეს იქნება არა მხოლოდ კომუნიკაციის გაუმჯობესების პროგრამა, არამედ გარკვეული კვლევის საშუალება, რათა მოხდეს შემდეგ ამ კვლევების გასაჯაროება და საზოგადოებრივი აზრის სწორად ფორმირება",- ამბობს გიორგუ კვირიკაშვილი.

ტრენინგები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში ტარდება. პროექტი საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, არსებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის სისტემების გაუმჯობესებას და კომუნიკაციის სპეციალისტების, შესაბამისი საჯარო მოხელეების უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად. 

კომენტარები