თავისუფალი ვაჭრობა

შვეიცარიამ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

Getty Images

შვეიცარიამ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. ამ დოკუმენტს ჯერ კიდევ 2016 წლის 27 ივნისს მოეწერა ხელი. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში 2018 წლის პირველ მაისს შევა.

საქართველო-შვეიცარიის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება EFTA-სთან გაფორმებული შეთანხმების ნაწილია. EFTA–ს შემადგენლობაში შედიან ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი და შვეიცარია. 

EFTA-ს წევრებთან 2017 წლის მონაცემებით ვაჭრობა ამ მასშტაბების იყო:

ექსპორტი

  • შვეიცარია - ექსპორტი $71 მილიონი
  • ნორვეგია - ექსპორტი $850 ათასი
  • ისლანდია - ექსპორტი $42 ათასი
  • ლიხტენშტეინი - ექსპორტი $60 ათასი

იმპორტი 

  • შვეიცარია - იმპორტი $48.1 მილიონი
  • ნორვეგია - იმპორტი $12.3 მილიონი
  • ისლანდია - იმპორტი $6 მილიონი
  • ლიხტენშტეინი - იმპორტი $465 ათასი

შეთანხმება მოიცავს შემდეგ სფეროებს: საქონლით ვაჭრობა; მომსახურებით ვაჭრობა; სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები; ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში; წარმოშობის წესები, ვაჭრობის ხელშეწყობა და თანამშრომლობა საბაჟო საკითხებში; ინვესტიციები; ინტელექტუალური საკუთრების უფლებები; სახელმწიფო შესყიდვები; კონკურენცია; ვაჭრობაში დაცვითი ზომები და მდგრადი განვითარება.

კომენტარები