აზიური ფაროსანა

დანელია: შემაშფოთებელია, ალავიძე ფაროსანასთან ბრძოლის კომისიის სხდომებს არ ესწრება

ტაბულა

ოთარ დანელიას თქმით, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ინფრასტრუქტურის მინისტრი სათანადოდ არ არის ჩართული. დეპუტატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ზურაბ ალავიძე არ ესწრება უწყებათაშორისი კომისიის სხდომებს და არც ერთხელ ჩასულა რეგიონში. დანელიამ პრემიერმინისტრს სთხოვა, სწორედ ალავიძე დანიშნოს ფაროასანას წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარედ. 

"მთავრობის ინიციატივით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მთელ რიგ ღონისძიებებს გეგმავს. მე მინდა ლევან დავითაშვილს, რომელიც მუშაობს თავის გუნდთან ერთად, დიდი მადლობა გადავუხადო ძალიან კარგი სამუშაოსთვის და კარგად მომზადებული გეგმისთვის. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, მე მაქვს განცდა, რომ არასათანადოდ არის აღქმული ის პრობლემა, რაც ჩვენ გვექნება მიმდინარე წელს. მე შეგახსენებთ, გასულ წელს სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას, აჭარას ფაქტობრივად გადაუარა ფაროსანამ, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი ფაქტობრივად არ ესწრება ამ შეხვედრებს, ის ტოვებს მათ დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ერთხელაც არ მინახავს ჩასული რეგიონში. მე მოვუწოდებ პრემიერმინისტრს, ჩემი აზრით, განსაკუთრებით ეფექტური იქნება, თუ ის თავად უხელმძღვანელებს კომისიას, ვინაიდან ამაზე დიდი საფრთხე ქვეყანაში არ არსებობს, ის არაფრიტ არ ჩამოუვარდება იმ ვითარებას, რაც ხანძრის დროს იყო ბორჯომში და მთვრობის იმავე ფორმით კონსოლიდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი", - თქვა ოთარ დანელიამ. 

კომენტარები