ავიაცია

საქართველოში ფრენას ირანის ნაციონალური ავიახაზები - Iran Air იწყებს

AP

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს ირანის ნაციონალური გადამყვანი Iran Air დაიწყებს, ამის შესახებ Tav Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ თეა ზაქარაძემ განაცხადა. ამ მიმართულების დანიშვნა ირანში საქართველოს მიმართ გაზრდილ ინტერესზე მიანიშნებს, 2017 წელს საქართველოში ირანის 322,000 მოქალაქე იმყოფებოდა, ვიზიტორთა ნაკადი 118%-ით გაიზარდა.

პირველ არხთან საუბარში ზაქარაძემ თქვა, რომ ირანის ავიახაზებთან ერთად, თბილისში ფრენებს Kuwait Airways-ი და Jazeera Airways-ი დაიწყებენ. 

ამავდროულად, მარტიდან თბილისის აეროპორტს რამდენიმე ახალი მიმართულება ემატება, აირზენა ევროპის რამდენიმე ქალაქში იწყებს ფრენას.

საქართველოში მოქმედი აეროპორტების მგზავრთნაკადი ასე გამოიყურება:

ბათუმის აეროპორტი 484 527 მგზავრი


ფოტო: airnav.ge

ბათუმი 2017 წელს 484 527 მგზავრს მოემსახურა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59%-ით მეტია. მგზავრთა რაოდენობის ზრდა ბათუმის გაზრდილ ტურისტულ პოტენციალს უკავშირდება.

ქუთაისის აეროპორტი 243 918 მგზავრი


ფოტო: kutaisiairport.ge

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 55.80%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 11 თვეში აეროპორტი 243 918 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 380 026 მგზავრი შეადგინა - 136 108 მგზავრით მეტი.

თბილისის აეროპორტი ზრდა 2 943 417​​​​​​​ მგზავრი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
ფოტო: TAV GEORGIA

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 943 417 მგზავრს მოემსახურა, რაც 40.89%-ით (854 293 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2016 წლის 11 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

კომენტარები