კანონი მაუწყებლის შესახებ

მაუწყებლის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი ოცნების მხოლოდ 1-მა წევრმა დაუჭირა

parliament.ge

მაუწყებლობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს მხარი უმრავლესობის ერთმა წევრმა დაუჭირა, კანონის თავდაპირველი ვერსიის წინააღმდეგ კი ოცნების ასევე ერთი დეპუტატი წავიდა. 

ინფორმაცია პირველმა არხმა გამოითხოვა. 

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი ჯერ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს, შემდეგ კი კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას.

პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ 75 დეპუტატი წავიდა, მხარი კი 13-მა დაუჭირა. მოწინააღმდეგეებს შორის ქართული ოცნების წევრი მხოლოდ ერთი, პაატა მხეიძე იყო. 

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი ასევე დაუჭირეს: ირაკლი აბესაძემ, გიგა ბოკერიამ, ხათუნა გოგორიშვილმა, რომან გოცირიძემ, თენგიზ გუნავამ, ლაშა დამენიამ, სერგი კაპანაძემ, ოთარ კახიძემ, ირმა ნადირაშვილმა, სერგო რატიანმა, ლელა ქებურიამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

რაც შეეხება თავდაპირველ ვერსიას, ანუ, პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტს, მის წინააღმდეგ ხმა ოპოზიციის წევრებმა, ქართული ოცნებიდან კი დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ მისცეს. 

კომენტარები