transparency international

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა

transparency.org

საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 180 ქვეყნიდან 46-ე ადგილზე იმყოფება. 2016 წლის ინდექსთან შედარებით, საქართველომ 2 ადილით უკან გადაინაცვლა. 

ინდექსში ქვეყნები 1-100 ქულამდე ფასდებიან, სადაც 1 ყველაზე ცუდი შეფასებაა, 100 კი საუკეთესო. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს, 2016 წლის ინდექსში კი საქართველოს ქულა ამაზე ერთით მაღალი იყო და 57-ს შეადგენდა. 

საქართველოს შედეგები გასულ წლებში ასე გამოიყურებოდა:

  • 2012 წელს - 51-ე ადგილი (52 ქულა)
  • 2013 წელს - 55-ე ადგილი (49 ქულა)
  • 2014 წელს - 50-ე ადგილი (52 ქულა)
  • 2015 წელს - 48-ე ადგილი (52 ქულა)
  • 2016 წელს - 44-ე ადგილი (57 ქულა)
  • 2017 წელს - 46-ე ადგილი (56 ქულა)

საქართველოს მეზობლების შედეგები ასეთია:

  • აზერბაიჯანი - 122-ე ადგილი (31 ქულა)
  • სომხეთი - 107-ე ადგილი (35 ქულა)
  • რუსეთი - 135-ე ადგილი (29 ქულა)
  • თურქეთი - 81-ე ადგილი (40 ქულა)

კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნო 1995 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. 2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა.

კორუფციის აღქმის ინდექსი სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

2017 წლის ინდექსში პირველ ადგილზე ახალი ზელანდიაა, 180-ე აგილზე კი სომალი.

კომენტარები