საოლქო პროკურორები

ირაკლი შოთაძემ თბილისსა და 5 სხვა რეგიონში ახალი საოლქო პროკურორები დანიშნა

მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თბილისსა და 5 სხვა რეგინოში ახალი საოლქო პროკურორები დანიშნა. ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად კი ნათია სონღულაშვილი. დასავლეთ საქართველოს პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი იქნება, კახეთის პროკურორი კი ლევან პაქსაშვილი. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა, სამცხე - ჯავახეთის პროკურორად კი შოთა რიჟამაძე.

რაც შეეხება ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს, მიხეილ შაყულაშვილი მუშაობას საქართველოს მთავარ პროკურატურაში გააგრძელებს.

კომენტარები