თბილისის ქუჩები, რომლებსაც 23 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 23 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ჭირნახულის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტეხის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიის, რიყის ტერიტორიის და მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არსენალის მთის, ახალი არსენალის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ბერიაშვილის, პაატა სააკაძის, ხრამჰესის და ასპინძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის ნაკვეთების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, გიზო ნიშნიანიძის და ამაღლების ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები