სირია

კრემლი: რუსეთი არ არის პასუხისმგებელი სირიაში განვითარებულ მოვლენებზე

AFP

კრემლის განცხადებით, სირიის ქალაქ ღუტაში განვითარებულ მოვლენებზე რუსეთი არ არის პასუხისმგებელი.

"მომხდარზე ისინი არიან პასუხისმგებლები, ვინც ტერორისტებს უჭერს მხარს,"- თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა და აღნიშნა, რომ რუსეთთან ერთად არც ირანსა და სირიას ეკისრება პასუხისმგებლობა, რადგან ისინი სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართული.

ღუტას აღმოსავლეთ ნაწილს, რომელიც ამბოხებულთა კონტროლირებადი ტერიტორიაა,უკვე მე-5 დღეა ასადის ძალები ბომბავენ. უახლესი მონაცემებით, 300-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

ეს ტერიტორია 2013 წლიდან ალყაშია. რეგიონში მცხოვრებმა 400,000-მდე ადამიანმა ჰუმანიტარული დახმარება ბოლო სამი თვის მანძილზე მხოლოდ ერთხელ მიიღო. თავდასხმის სამიზნეებს საცხობები, საკვების საწყობები, სამედიცინო დაწესებულებები და ის გზები წარმოადგენდა, რომლითაც რეგიონს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება.

უკანასკნელი თვეების მანძილზე ასადის რეჟიმის ძალებმა ტერიტორიაზე ავიადარტყმები გააძლიერა. გაერომ სირიის მთავრობას დაბომბვის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.

კომენტარები