ოჯახში ძალადობა

სასამართლომ ორსული ცოლის ცემაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

BBC News

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ორსული ცოლის ცემაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ე.ნ-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

"დადასტურდა, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, დილის საათებში, ქალაქ რუსთავში, ე.ნ.-მ საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, ორსულ მეუღლეს ყელში წაუჭირა ხელი, წააქცია იატაკზე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო მრავლობითი დაზიანება და ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა ე.ნ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქალაქ რუსთავში დააკავეს" - აცხადებს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.ნ-ს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მსჯავრდებული აქედან 1 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით.

კომენტარები