სირია

გაეროს რეზოლუცია სირიაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთმა დაბლოკა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

გუშინ გაეროს უშიშროების საბჭომ ქვეყნის მასშტაბით 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება განიხილა, თუმცა რეზოლუცია რუსეთმა დაბლოკა.

"კოორდინირებული მასობრივი ფსიქოზი გლობალურ მედია საშუალებებში, ერთი და იგივე ჭორების გავრცელება უკანასკნელ დღეებში, არანაირად არ ეხმარება სიტუაციაში გარკვევას." თქვა რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში.

მისი თქმით შვედეთისა და ქუვეითის მიერ შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არარეალისტურია და ამიტომ რუსეთი მას მხარს არ დაუჭერს.

შეგახსენებთ, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალები დამასკოს გარეთ, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტას რეგიონს კვლავ ბომბავენ. საჰაერო თავდასხმა 5 დღის წინ დაიწყო და მას სულ მცირე 416 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 2,100-მდე ადამიანი.

აღმოსავლეთ ღუტას მცხოვრებლები ამბობენ, რომ საჰაერო თავდასხმებში, რომელთა მთავარ სამიზნეს საცხობები, საკვების საწყობები, სამედიცინო დაწესებულებები და ის გზები წარმოადგენს, რომლითაც რეგიონს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებოდა, რუსული სამხედრო თვითმფრინავებიც მონაწილეობენ.

ოფიციალური დამასკო და მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამბოხებულები მათ ცოცხალ ფარად იყენებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები