სოფლის მეურნეობა

საქართველოში წარმოებული ხორცის მოცულობა შემცირდა

Reuters

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში წარმოებული ხორცის მოცულობა შემცირდა. 2017 წლის მეოთხე კვარტალში 19 300 ტონა ხორცის წარმოება მოხდა, რაც 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.

ამასთანავე, შემცირებულია პირუტყვის სულადობაც, 2017 წლის ბოლოს საქართველოში 900 ათასი მსხვილფეხა პირუქტყვი იყო აღრიცხული, რაც 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასევე 7%-ით ნაკლებია.

შემცირებულია წარმოებული რძის მოცულობაც, მეოთხე კვარტალში საქართველოში 76 მილიონი ლტირი რძე იწარმოა, რაც ასევე 7%-ით ნაკლებია 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 

კომენტარები