ნარკოდანაშაული

შსს: ბოლო ერთ კვირაში, ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით 0.5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

"ამოღებულია 589.86 ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 191 აბი სუბოქსინი, 18 აბი „მდმა“, 437 აბი „ექსტაზი“, 179 აბი „ბუპრენორფინი“, 10 აბი „მეტადონი“, 1 შეკვრა ოპიუმი და ა.შ" - განაცხადა ჭელიძემ და აღნიშნა, რომ ბოლო ერთ კვირაში ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი დააკავეს.

"მათ შორის, 5 ნარკორეალიზატორია. დაკავებულთა შორის, 8 - უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათ მიერ სხვადასხვა მუხლით ჩადენილი დანაშაული, 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - თქვა ჭელიძემ.

"სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. სამინისტროს მიზანია, დროულად აღიკვეთოს ნარკოტიკის გავრცელება და მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოდანაშაული" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ "პოლიციის მხრიდან კრიმინალთან აქტიური ბრძოლა გრძელდება".

კომენტარები