ტოჩინოშინი

საქართველოს პრეზიდენტმა ტოჩინოშინი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

Japan Times

გიორგი მარგველაშვილმა ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, ტოჩინოშინი ღირსების ორდენით საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის დააჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდო ლევან გორგაძეს პრეზიდენტის სახელით საქართველოს ელჩმა იაპონიაში ლევან ცინცაძემ გადასცა.

ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი რამდენიმე კვირის წინ იმპერატორის თასის გამარჯვებული გახდა. ჩატარებული 15 ბრძოლიდან ტოჩინოშინმა 14-ში გაიმარჯვა, რაც ბაშოზე საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ეს სუმოს ისტორიაში მესამე შემთხვევაა, როდესაც ბაშოს გამარჯვებული ევროპელი გახდა. 

კომენტარები