ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 25-26 თებერვალს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

25 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

26 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 4 – 6 გრადუსით დაიკლებს.

25 თებერვალს ქ. თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 26 თებერვალს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კომენტარები