კრიმინალი

რუსთავში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა იპოვეს

flickr

რუსთავში რუსთაველის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ხელყუმბარა იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება-დამზადებას გულისხმობს. 

უწყების ცნობით, აღნიშნული ნივთი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

კომენტარები