ნარკოტიკის მოხმარება

ნარკომომხმარებლები ჩივიან, რომ 5-სტერლინგიანით კოკაინის გაყნოსვისას ცხვირი ეჭრებათ

independent.co.uk

ბრიტანეთში ნარკომომხმარებლები ჩივიან, რომ 5 გირვანქა სტერლინგის ახალი ბანკნოტით კოკაინის გაყნოსვის დროს ცხვირი ეჭრებათ. 

თვითდაზიანებას, რომელიც მათ ადგებათ, უკვე ეწოდა "უინსტონიზაცია", ვინაიდან 5-გირვანქიან ბანკნოტზე უინსტონ ჩერჩილია გამოსახული. 

კოკაინის ანონიმურმა მომხმარებელმა გამოცემა "მეტროს" უთხრა:

"ვფიქრობდი, რომ მე ვიყავი ერთადერთი, რომელმაც ახალი 5-გირვანქიანით ცხვირი გაიჭრა, მაგრამ როდესაც მეგობარს ამის შესახებ მოვუყევი, მითხრა, რომ ეს "უინსტონიზაციაა" და ყველას ემართება".

კოკაინის ბანკნოტით გაყნოვსვის და ამით მიყენებული დაზიანების გამო ნარკომომხმარებლები კიდევ ერთი საფრთხის - ინფექციის გავრცელების წინაშე დგანან. 

ნარკოტიკული განათლების ეროვნული სერვისის საიტზე, რომელიც მთავრობის ჯანდაცვის დეპარტამენტს ეკუთვნის, წერია, რომ კოკაინის მისაღებად საერთო ბანკნოტის მოხმარება ისეთივე საფრთხის შემცველია, როგორც ნემსის გაზიარება - ეს B და C ჰეპატიტის, ასევე აივ/შიდსის გადადების რისკს ზრდის. საიტზე ასევე ნათქვამია, რომ ზოგადად კოკაინის მიღება ცხვირის შიდა გარსს აზიანებს და ინფექციებისადმი "ღიას" ხდის. 

ძველი 5-გირვანქიანი ბანკნოტები ბრიტანეთში მიმოქცევიდან გასულ კვირას ამოიღეს. 

ახალი პოლიმერული ბანკნოტები, რომელიც გასული წლის სექტემბერში გამოიცა, ძველის მსგავსად, ქაღალდისაა, თუმცა გაცილებით მეტად გამძლე, სუფთა და გასაყალბებლად რთული. 

კომენტარები