კონტრაბანდა

საგამოძიებო: არომატიზებული თამბაქოს მალულად შემოტანაზე ერთი პირი ვამხილეთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა MERCEDES BENZ- ის მარკის ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავების მეშვეობით, საბაჟო გამშვები პუნქტი - წითელი ხიდის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა არადეკლარირებული არომატიზებული თამბაქო, რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 6 725 ლარს" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები