ოჯახში ძალადობა

დის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

usnews.com

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ლ.ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ლ.ბ.-მ 2017 წლის 9 დეკემბერს, ქ.თბილისში, დაახლოებით 21:00 სთ-ზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის საფუძველზე დას სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, შემდეგ კი თმებში ძლიერად მოქაჩა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორამციით, ლ.ბ. 2017 წლის 18 დეკემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

კომენტარები